пятница, 16 ноября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო დღით დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ვნახეთ ყველა მონაწილის შექმნილი პროექტები, ლამაზი და საინტერესო პრეზენტაციები. ერთმანეთს შევუფასეთ ნამუშევრები. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს. 

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. დავასრულე ფასილიტაციის პრეზენტაციის მომზადება. გადავხედე ყველა შექმნილ მასალას და ჩემი პროექტი გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 9 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე და ავტვირთე ბლოგზე. გავეცანი დიპერენცირებული სწავლების მეთოდებსა და მასალებს. შევიტანე პროექტის გეგმაში ცვლილებები.

пятница, 2 ноября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს შევისწავლეთ  და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და წამართლიანი გამოყენების წესები. საკუთარ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვიმუშავეტ ინტერნეტიდან ინფორმაციებისა და სურათების გადმოტვირთვაზე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისთვის. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


пятница, 26 октября 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავიწყეთ შევსება. მიზნები და შედეგები მოვარგეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას. საერთო ჯამში საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტით სწავლების  თემაზე, ვისწავლეთ თუ როგორი სახის პუბლიკაცია შეიძლება შევქმნათ. გავეცანით სხვების ნამუშევრებს. განვიკილეტ პროექტის დიზაინის საკითხები. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავეცანით პორთფოლიოს სქემას. დღე საინტერესო და დატვირთული გამოვიდა.

суббота, 20 октября 2018 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს  გავეცანით ინტელის კურსის ძირითად მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. დავათვალიერეთ სხვადასხვა პროექტები მასწავლებელთა ბლოგებზე. შევადგინეთ მუშაობის გრაფიკი.